საპარლამენტო უმრავლესობი ლიდერის მოადგილე გია ვოლსკის განცხადებით, კვლევის და არჩევნების შედეგები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და შესაბამისად, კვლევას არ ენდობა.
IRI-ს კვლევები ისევე, როგორც NDI-ს კვლევები ერთიდაიმავე ქართული ორგანიზაციების მიერ ტარდება და პრინციპში, არ დარჩენილა არც ერთი კვლევითი ორგანიზაცია, თუნდაც, საინფორმაციო საშუალება, რომელიც საკმაოდ სერიოზული კონტროლის ქვეშ არ ჰყოლოდა "ნაციონალურ მოძრაობას". აქედან გამომდინარე კვლევების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, თუნდაც, 2012 წლის არჩევნების შედეგები და მონაცემები", - განაცხადა ვოლსკიმ.
IRI-ს კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" 20% დაუჭერდა მხარს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 19%", თავისუფალ დემოკრატებს - 13%.