IRI-ს რეიტინგებში, ირაკლი ალასანიას და გიორგი მარგველაშვილის პროცენტული მაჩვენებელი იდენტურია

IRI-ს რეიტინგებში, ირაკლი ალასანიას და გიორგი მარგველაშვილის პროცენტული მაჩვენებელი იდენტურია

პრეზიდენტმა უელსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

IRI-ს რეიტინგის თანხმად, გამოკითხულთა ყველაზე დიდ კეთილგანწყობას პაატა ბურჭულაძე იმსახურებს.

ასეთი პოზიცია გამოკითხულთა 75 %-მა დააფიქსირა. მეორე ადგილს 64 %-ით დავით სერგეენკო იკავებს. სიაში მეორე ადგილს 60% - ით იყოფენ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი 56 % მეხუთე ადგილზეა. დავით ბაქრაძის მიმართ გამოკითხულთა 54 % აფიქსირებს კეთილგანწყობას. IRI კვლევის შედეგებს ოფიციალურად, რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. მანამდე კი, მონაცემები ტრადიციულად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან ხდება ცნობილი, რადგან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) შედეგების ოფიციალურად გასაჯაროებამდე, ინფორმაციას სწორედ მათ აცნობს. პოლიტიკურ გაერთიანებებთან ორგანიზაციის შეხვედრები დღეს დაიწყო.