ფსიქოლოგ ზურაბ ბიგვავას განცხადებით, პარტია "ქართული ოცნებას" თავის უახლოეს კონკურენტთან შედარებით, დაახლოებით, ორჯერ მაღალი რეიტინგი აქვს.
ბიგვავა IRI-ს კვლევის შედეგებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას სხვა მონაცემები გააჩნია.
"NDI-ის კვლევის შედეგები განსხვავებული იყო. ეჭვი მეპარება, რომ "ოცნების" რეიტინგი ასე უცებ დავარდნილიყო. მე სხვა შედეგები მაქვს, ჩვენი შედეგები განსხვავებულია, "ქართული ოცნება" უახლოეს თავის კონკურენტს დაახლოებით, ორჯერ უგებს. მეეჭვება, პარტიების ასეთი რეიტინგი",-განუცხადა "პირWელს" ბიგვავამ.
IRI-ს კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" 20% დაუჭერდა მხარს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 19%", თავისუფალ დემოკრატებს - 13%.