IRI-ის კვლევის თანახმად გამოკითხულთა 56 % 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
IRI-ის კვლევის შედეგები ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა. რეიტინგებს პოლიტიკური პარტიების ნაწილი იცნობს, ნაწილი კი, უახლოეს დღეებში გაეცნობა.
IRI კვლევის შედეგებს ოფიციალურად, რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. მანამდე კი, მონაცემები ტრადიციულად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან ხდება ცნობილი, რადგან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) შედეგების ოფიციალურად გასაჯაროებამდე, ინფორმაციას სწორედ მათ აცნობს. პოლიტიკურ გაერთიანებებთან ორგანიზაციის შეხვედრები დღეს დაიწყო.