ნებისმიერი საკითხი, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ეხება, არ შეიძლება რეფენდუმზე იყოს გატანილი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე იმ ინიციატივასთან დაკავშირებით აცხადებს, რომელიც ქორწინების საკითხის კონსტიტუციით განსაზღვრას და ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარება ეხება.
“მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საკითხი, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას საჭიროებს, არ შეიძლება რეფენდუმზე იყოს გატანილი, რადგან კანონის თანახმად, რეფენდუმის შედეგი შესასრულებლად სავალდებულოა, ხოლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესი განსაზღვრულია კონსტიტუციით და ის რეფენდუმს არ ითვალისწინებს. რაც შეეხება რეფენდუმის შედეგის კანონში ასახვას, ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხი კანონში ისედაც წერია და ეს, ჩემი აზრით, არის ღია კარის მტვრევა“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.