ყოფილი საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი მიხაილ გორბაჩოვი დასავლეთს რუსეთის იზოლაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„როსიისკაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიის მიმოხილვას „ამერიკის ხმა აქვეყნებს“.
გამოცემის ინფორმაციით, გორბაჩოვი რუსეთის მოქალაქეების მიმართ ინდივიდუალური სანქციების გაუქმებას ითხოვს.
85 წლის ყოფილი ლიდერი ამბობს, რომ რუსეთი „მნიშვნელოვან და პოზიტიურ“ როლს თამაშობს საერთაშორისო ურთიერთობებში და ამის გამო, მისი ქვეყანა არ დაუშვებს, რომ მსოფლიოში „მეორეხარისხოვანი“ ფუნქცია ჰქონდეს.
გორბაჩოვმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი რუსეთის პოზიტიურ როლს სირიაში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში.
რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობა, განსაკუთრებით, მოსკოვის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში სავარაუდო ჩართულობის შემდეგ დაიძაბა.