"თუ NATO, ამერიკა და ევროპა რუსეთს ებრდღვნებიან, შეიძლება, შენი წიხლი მიაყოლო"

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე რუსეთთან ურთიერთობის თემაზე საუბრობს.

მისი თქმით, რიტორიკა, რომ რუსეთის საგინებლად ყველა მაღალი ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ, არასწორია, რადგან მაღალი ტრიბუნის მაღალი პირები რუსეთის გინებაში არ გამოგვყვებიან".

"თუ ნიადაგი გამზადდება, რომ NATO, ამერიკა და ევროპა რუსეთს ებრდღვნებიან, აი, იქ შენი წიხლი რომ მიაყოლო, შეიძლება. მაგრამ თუ ეს რუსეთი მეგობრად უნდათ და შენ კიდევ წიხლი ურტყი, შენსა და ევროპულ პოლიტიკას შორის დისონანსი შეიქმნება და ამ დისონანსში შესაძლოა, ორივე მხარესთან წააგო", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ გადაცემა 2030-ში.