სირიაში მყოფმა რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა ისრაელის სამხედრო თვითმფრინავს ცეცხლი რამდენჯერმე გაუხსნეს.
ინფორმაციას თვითმფრინავის დაცხრილვის შესახებ, სააგენტო „Reuters“ ებრაულ ტაბლოიდ „Yedioth Ahronoth“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალები არ ხმაურდება. მომხდარზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს როგორც ოფიციალური თელავივის, ისე მოსკოვის სამხედრო უწყება.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ებრაული არმიის მიერ განხორციელებული ათეულობით ავიაიერიშის შესახებ განაცხადა, თუმცა ოპერაციის დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა.