ბარაქ ობამამ ბრიტანელებს ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდა

ბარაქ ობამამ ბრიტანელებს ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ბრიტანელებს ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდა. გამოცემა Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ობამა აღწერს იმ პრეფერენციებს, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში დარჩენით შეინარჩუნებს. 

სტატიაში საუბარია, რომ ევროკავშირში წევრობა ზრდის დიდი ბრიტანეთის გავლენას, რადგან ზოგიერთ საკითხის გადაწყვეტას ის დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა.

„აშშ ხედავს, რომ თქვენი ძლიერ ხმა ევროპაში უზრუნველყოფს მსოფლიოში ევროპის მყარი პოზიციების შენარჩუნებას“, - წერს ობამა.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის მიგრაციულ კრიზისს, ტერორიზმსა და ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას აშშ და დიდი ბრიტანეთი ერთობლივი ძალებით შეძლებენ.

ობამა აღნიშნავს, რომ საჭიროა სიმტკიცე ტერორიზმთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, მის სრულ ლიკვიდაციამდე. 

აშშ-ის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარებასა და ნატო-ს გაძლიერების მნიშვნელობაზე წერს.
„ჩვენ უნდა დავამშვიდოთ ჩვენი მოკავშირეები, რომლებიც სამართლიანად არიან შეშფოთებული რუსეთის აგრესიის გამო“, - წერს ობამა.