მიგრანტთა რაოდენობის შემცირება ევროპას საშუალებას აძლევს გაუმკლავდეს მიგრაციის კრიზისს. ერთობლივი გადაწყვეტილების არარსებობა ევროკავშირისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, – როგორც euronews.ge წერს, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.
მათივე განმარტებით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რიუტესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ მიგრანტთა რაოდენობის შემცირება ევროკავშირს მიგრაციის პოლიტიკის შემუშავების საშუალებას აძლევს.
მერკელს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა აღნიშნული შესაძლებლობა გარე საზღვრების დაცვის გაძლიერებისთვის უნდა გამოიყენოს.