„ქართული ოცნება“ საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კანდიდატების წარდგენას იწყებს

„ქართული ოცნება“ საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კანდიდატების წარდგენას იწყებს

„ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კანდიდატების წარდგენას იწყებს. 

პარტიის ინფორმაციით, დღეს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე შუალედურ არჩევნებზე ”ქართული ოცნების” კანდიდატებს წარადგენენ ჯერ კასპში, მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში, შემდეგ წყალტუბოსა და ზუგდიდში. 

23 აპრილს კი „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენა მოხდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალსა და ქალაქ ოზურგეთში.