მთავრობის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო გადაიდო

მთავრობის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო გადაიდო

საქართველოს მთავრობის დღეს დაგეგმილი სხდომა გადაიდო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამის მიზეზი კვორუმის უქონლობაა.
მათივე განმარტებით, მინისტრების ნაწილი საქართველოში არ იმყოფება, მათ შორის უამინდობის გამო სტამბულიდან ჩამოფრენა ვერ შეძლო სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა. 

”უამინდობის გამო წუხელ არ შესრულლდა სტამბული-თბილისის რეისი, რის გამოც პაატა ზაქარეიშვილმა საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლო. ასევე თბილისში არ იმყოფება სხვა მინისტრების ნაწილიც”, - აღნიშნეს მთავრობის ადმინისტრაციაში და დასძინეს, რომ თავად პრემიერ-მინისტრი სტრასბურგიდან დაბრუნდა.

მთავრობის სხდომა ტრადიციულად 09:00 საათზე იყო ჩანიშნული.