ქართველი ძიუოდისტი ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ კოლინ ოატესს სძლია.
ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ბელარუსი დზმიტრი შერშანი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. მეოთხედფინალში რუსეთის წარმომადგენელ ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ არსენ გალსტიანს მოუგო, მან მეტოქეს ჯერ იუკო, შემდეგ კი ვაზარი აუღო. მანამდე კი მარგველაშვილმა თურქი სინან სანდალი და პორტუგალიელი ანდრე სოარეში იპონით დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა ამირან პაპინაშვილმა იასპარეზა. იგი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იტალიელ ელიოს მანზისთან დამარცხდა.