ძალზე სერიოზული წარმატებაა იმ დამნაშავეების დაკავება, რომლებიც საქართველოდან ურანის გატანას ცდილობდნენ

ძალზე სერიოზული წარმატებაა იმ დამნაშავეების დაკავება, რომლებიც საქართველოდან ურანის გატანას ცდილობდნენ

ძალზე სერიოზული წარმატებაა იმ დამნაშავეების დაკავება, რომლებიც საქართველოდან ურანის გატანას ცდილობდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ურანის გატანის ფაქტის შესახებ კვირიკაშვილს შეკითხვა ევროპელი კონსერვატორების წარმომადგენელმა, მარკ პრიჩარდიმ დაუსვა.

”ჩვენ ამ თემას ძალზე სერიოზულად მივუდექით, საუკეთესო თანამშრომლობის არხები დავამყარეთ ჩვენს პარტნიორებთან. ამასთან, პრეზიდენტი ბირთვულ სამიტს დაესწრო ნიუ-იორკში და თანამშრომლობა ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია. ზოგადად, შემიძლია მოგახსენოთ, რომ ჩვენ ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობის არხები გაგვაჩნია ბრიტანეთთან, რათა საქართველოში გაგვეხსნა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რაც ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა ბრიტანეთისა და საქართველოს უსაფრთხოების ძალებს შორის”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.