ლევან ბერძენიშვილი:  პრემიერი იქცეოდა, როგორც ნამდვილი ევროპელი

ლევან ბერძენიშვილი: პრემიერი იქცეოდა, როგორც ნამდვილი ევროპელი

”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლის სტილი იყო ევროპული.

როგორც ლევან ბერძენიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს სტრასბურგში, პრემიერის გამოსვლის შეფასებისას განუცხადა, გიორგი კვირიკაშვილმა ყველა დასმულ კითხვას უპასუხა. ”პრემიერის გამოსვლის სტილი იყო ევროპული, აუღელვებელი, საქმიანი და რაც მთავარია, ძალიან ინფორმაციული.

კითხვებზე პასუხებს თავი არ აარიდა და ყველა კითხვას უპასუხა, მაქსიმალურად კორექტული იყო. არც ერთ მომენტში არ გაღიზიანდა. იქცეოდა, როგორც ნამდვილი ევროპელი. სასიამოვნო საყურებელია, როცა ჩვენი ქვეყნის პრემიერს აქვს საშუალება ამ სტილში გამოვიდეს”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.