ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ იგი რუსეთს მინსკის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს, თუმცა რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, რესპუბლიკების სუვერენტიტეტის და დამოუკიდებლობის სტატუსი გაითვალისწინოს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„მე მინდა, რომ რუსებმა და განსაკუთრებით ქვეყნის ხელისუფლებამ გაიგოს, რომ ჩვენ არ ვიქნებით ხელის ბიჭივით. ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვართ და ვცხოვრობთ თქვენთან ერთად, ერთი და იგივე სახლში, თუმცა, გვაქვს საკუთარი ბინა. გნებავთ პატარა, თუმცა, საკუთრი ბინა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
მან ასევე განაცხადა, რომ ბელორუსი და რუსი ხალხი იყვნენ და არიან ძმები.