იენს სტოლტენბერგი:   ევროპაში არალეგალი მიგრანტების ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა

იენს სტოლტენბერგი: ევროპაში არალეგალი მიგრანტების ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ევროპაში არალეგალი მიგრანტების ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა.

როგორც euronews.ge წერს,ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანკარაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“თურქეთიდან ეგეოსის ზღვის გავლით არალეგალი მიგრანტების ევროპაში ჩადინება მნიშვნელოვნად შემცირდა. ძალისხმევის გაერთიანებამ მიგრანტების კრიზისის გადაჭრაში შედეგი გამოიღო,”– განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.