უზრუნველვყოფთ, რომ უმცირესობები სრულად იყვნენ ჩართული საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გადაწყვეტილების მიღების თემებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”ევროპული სტანდარტების დაცვა გახლავთ ვალდებულება, რომელიც უკვე ჩვევად გადაიქცა. რეფორმების მთლიანი და გაერთიანებული შედეგი ყოველწლიურად გახლავთ ის, რომ მოქალაქეებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას რეალურად ხელთ აქვთ ძალაუფლება. ჩვენ ვქმნით ისეთ სახლს ყველა მოქალაქისათვის, ადამიანის უფლებების დაცვის გზით ჩვენ ვქმნით სასურველ ადგილს საცხოვრებლად და ვამცირებთ ქვეყნიდან წასვლის სურვილის საფრთხეს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნული 7-წლიანი გეგმა ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიზნად ისახავს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას.
”ჩვენ დისკრიმინაცია ფერის, სექსუალური ორიენტაციისა და რელიგიური კუთვნილების საფუძველზე კანონით ავკრძალეთ. უზრუნველვყოფთ, რომ უმცირესობები სრულად იყვნენ ჩართული საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გადაწყვეტილების მიღების თემებში. ჩვენ ვქმნით საზოგადოებას, რომელიც არა მხოლოდ კანონით არის დაცული, არამედ რეალურადაც ხდება განხორციელება. 2015 წლიდან მოყოლებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ წარმოადგინონ დაზარალებული ქალბატონების სახელით საჩივრები, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტამბულის კონვენციას. დავოსის გენდერული თანასწორობის ინდიკატორების მიხედვით ნათელია, რომ საქართველოს პროგრესისთვის ჯერ კიდევ აქვს გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელი, მაგრამ ამ მხრივ მიმდინარეობს მუშაობა”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და შს სამინისტროში გატარებულ რეფორმაზე ისაუბრა.
კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაიქცა საზოგადოებაზე ორიენტირებულ სტრუქტურად.
”შევქმენით და მივიღეთ ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტებს ნერგავს. სამართლიანობის, თანასწორუფლებიანობის, პროპორციულობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გამტკიცებას უზრუნველყოფს. ტოლერანტობა არ უნდა იყოს დასაშვები. საქართველოს მთავრობა მოქალაქეებისთვის ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს უზრუნველყოფს. ჩვენი დღის წესრიგი წარმოუდგენლად და უპრეცედენტოდ ყოვლის მომცველია”, - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლის ქართულ თარგმანს ტელეკომპანია” იმედი” ავრცელებს.