ევროპელობა არ გულისხმობს მხოლოდ გეოგრაფიულ ასპექტს, ეს დიდწილად არის უსაფრთხოების, ღირსების, თავისუფლების და შესაძლებლობების შეგრძნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ჩემი სახელმწიფო ვერ იქნება თავისუფალი, თუ მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად.
”მთავარია, მოქალაქეებს შეუნარჩუნდეთ და მაქსიმალურად იყოს დაცული მათი ხელშეუვალი უფლებები”, - განმარტა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ჩვენ მივდივართ წინ, მიუხედავად გარკვეული შიდა თუ გარე პრობლემებისა.
”2012 წლამდე ხდებოდა რეჟიმების შეცვლა, მაგრამ ეს ცვლილება არ ხდებოდა არჩევნების მეშვეობით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 2012 წელს ქართველმა ხალხმა მიაღწია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას, რაც გაუტოლდა რეჟიმის ცვლილებას. 2012 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში თანასწორ გარემოში ჩატარდა ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნები. ამას მოყვება საპარლამენტო არჩევნებიც”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლის თარგმანს ტელეკომპანია ”იმედი” ავრცელებს.