უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ გროისმანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტობას არ აპირებს.
“ჩაიწერეთ, მე არ ვგეგმავ უკრაინის პრეზიდენტობას, მე არ გამაჩნია საპრეზიდენტო ამბიციები,”– როგორც euronews.ge წერს, ამის შესახებ გროისმანმა ტელეკომპანია “24”-თან საუბრისას განაცხადა.
უმაღლესმა რადამ ვლადიმერ გროისმანის კანდიდატურა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 14 აპრილს დაამტკიცა. გროისმანმა არსენი იაცენიუკი ჩაანაცვლა, რომელიც უკრაინის პრემიერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.