2016 წლის გლობალური განვითარების ( ტრანსფორმაციის) ინდექსის მიხედვით, საქართველო სახელმწიფოებრივი მენეჯმენტის ხარისხის კუთხით დაწინაურდა.
2012 წელს, საქართველოს საშუალო ხარისხის მენეჯმენტის სტატუსი ჰქონდა და მსოფლიოში 51-ე პოზიცია ეკავა. 2014 წელს, 40-ე ადგილზე დაწინაურდა, 2016 წლის რეიტინგში კი, 39-ე პოზიციაზეა და იმ 32 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელსაც კარგი მენეჯმენტის ხარისხის სტატუსი აქვს.
BTI Transformation Index-ის მიხედვით, მენეჯმენტის ხარისხის შეფასება 4 კრიტერიუმს ეფუძნება : შესაძლებლობების მართვა; რესურსების გამოყენების ეფექტიანობა; კონსესუსის ფორმირება; საერთაშორისო თანამშრომლობა.