ორ მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოს იმ რეგიონში, სადაც ზიკას ვირუსის გავრცელების საფრთხეა. ამის შესახებ „ბიბისი“ჟურნალ eLife-ზე დაყრდნობით წერს.
სარისკო ზონებს ძირითადად ლათინური ამერიკა, ცენტრალური აფრიკა და სამხრეთ აზიის რეგიონი წარმოადგენს. ზიკას ვირუსი კოღოს კბენის შედეგად ადამიანზე გადადის და იგი ამ დრომდე ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნებში დაფიქსირდა.
გასულ კვირას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სამსახურმა დაადასტურა, რომ აღნიშნული ვირუსი ახალშობილებში თანდაყოლილ დეფექტებს, კერძოდ მიკროცეფალიას იწვევს. ზიკათი დაინფიცირების გამო, უკვე ათასობით ადამიანი დაიბადა განუვითარებელი ტვინით.