გარევაჭრობის აკრძალვის მომხრეები და მოწინაღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

გარევაჭრობის აკრძალვის მომხრეები და მოწინაღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

გარევაჭრობის აკრძალვის მომხრეები და გარემოვაჭრეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მაღაზიების მეპატრონეებმა და ბაზრობაზე დასაქმებულმა პირებმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით მეტროსადგურ „სადგურის მოედანთან“ გადაინცვლეს, სადაც გარემოვაჭრეები ვაჭრობენ.

აქციის მონაწილეები გარემოვაჭრეებს სთხოვდნენ, შეეწყვიტათ გარევაჭრობა და შესულიყვნენ ბაზრობის ტერიტორიაზე.

გარემოვაჭრეების თქმით, ბაზრობაზე საკმაოდ ძვირია გადასახადი, მათ ამის საშუალება არ აქვთ და სწორედ ამიტომ დგანან ქუჩაში.

ადგილზე მობილიზბეულია საპატრულო პოლიცია.