გარემოვაჭრეების აქციაზე ოთხი პირი დააკავეს

გარემოვაჭრეების აქციაზე ოთხი პირი დააკავეს

გარემოვაჭრეების მიერ გამართულ აქციაზე ოთხი პირი დააკავეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, დააკავეს, მათ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს.

”გარემოვაჭრეებმა დღეს აქცია გამართეს, რის შედეგადაც გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, მას შემდეგ რაც პატრულმა მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, გარემოვაჭრეებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც ოთხი მათგანი დააკავეს”, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს.