სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში, კერძოდ, ვერაკრუსის შტატში მდებარე ერთ-ერთ ნავთობობიექტზე აფეთქება მოხდა. შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 136-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
აფეთქება ნავთობკომპანია „პემექსის“ ობიექტზე მოხდა. აღნიშნულის გამო მიმდებარე ტერიტორიებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეწყდა. აფეთქების მიზეზები ჯერ უცნობია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „პემექსის“ ნავთობობიექტებზე არაერთი აფეთქება მომხდარა.