„BFL და საქართველო“

„BFL და საქართველო“

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა “GeoHydro”-ს გენერალურ დირექტორთან ირაკლი ცანკაშვილთან ერთად,  კომპანიის  გაცნობითი სახის კონფერენცია გახსნა.

კომპანია GeoHydro  ჰიდრო ტურბინების მწარმოებელი, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის bfl-ის ოფიციალური  წარმომადგენელია საქართველოში. bfl აწარმოებს ტურბინებს მცირე და საშუალო ჰესებისთვის.

BFL აწარმოებს სამი ძირითადი ტიპის ტურბინებს (კაპლანი, ფრენსისი და პელტონი) სიმძლავრით 500კვ-იდან 30000კვ-მდე ერთეულზე და ასევე, უზრუნველყოფს დანადგარების მიწოდებას ( შემშვები სარქველები, გენერატორები, ავტომატიზაციის და კომუნიკაციის მოწყობილობები და სხვა დამხმარე კომპონენტები) ე.წ. turn-key გადაწყვეტილებისთვის.

„გასული სამი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 16 ელექტროსადგური,  აქედან 14  ჰიდროელექტროსადგურია და ორი  თბოსადგური.  მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 420მგვტ-ია, ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი 540 მლნ აშშ დოლარი.

 ამჟამად, განხორციელების სხავდასხვა ეტაპზეა 122  მემორანდუმი, ჯამური დადგმული სიმძლავრით 4ათას 300 მგვტ-ი და  სავაურადო ჯამური საინვესტიიცო ღირებულებით 8 მილიარდი დოლარი. საქართველოს მთავრობა და მე ამაყი ვართ, რომ შევძელით შეგვექმნა ესეთი კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი  გარემო პოტენციური  ინვესტორებისთვის.

ჩვენ მივესალმებით ტურბინების   წარმოების მიმართულებით  დიდი გამოცდილების მქონე ლიდერ კომპანიებს საქართველოში. ასეთია  BFL, რომელსაც საქართველოში ოფიციალურად GeoHydro წარმოადგენს“ - განაცხადა კონფერენციაზე სიტყით გამოსვლისას ილია ელოშვილმა.