გიორგი კვირიკაშვილი დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

გიორგი კვირიკაშვილი დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე ევროპელ დეპუტატებს სიტყვით მიმართავს. 
როგორც სტრასბურგში მყოფმა პრემიერმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლის მთავარი თემები ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, ინსტიტუციური და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით საქართველოში განხორციელებული რეფორმები იქნება.

პრემიერ-მინისტრი ასევე მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს.

“მთავარი მესიჯები იქნება ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუციური მშენებლობის მიმართულებით, რაც საქართველომ განახორციელა. მე მგონი, ჩვენ ბევრი სათქმელი გვაქვს და მე მოხარული ვიქნები, რომ ეს ჩვენს ევროპელ მეგობრებს ვუთხრათ. ასევე მზად ვარ, რომ ყველა შეკითხვას ვუპასუხო”, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლამდე გიორგი კვირიკაშვილი დღეს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.