ტორბიორნ იაგლანდი საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ტორბიორნ იაგლანდი საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი საქართველოში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.იაგლანდის თქმით, ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება.

პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ურთიერთობა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ძალიან კარგია.

მან განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია.

იაგლანდმა პრესკონფერენციაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭომ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებების დასაცავად.