ობამა, კემერონი, ოლანდი, მერკელი და რენცი 25 აპრილს ერთმანეთს შეხვდებიან

ობამა, კემერონი, ოლანდი, მერკელი და რენცი 25 აპრილს ერთმანეთს შეხვდებიან

25 აპრილს, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება.

ამის შესახებ ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, euronews.ge წერს.

”შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, დიდი ბრიტანეთის პრემიერი, დევიდ კემერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და იტალიის პრემიერი მატეო რენცი მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება”, - წერს სააგენტო.