თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან ერთად ზემო ფონიჭალაში , ღოღობერიძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ღოღობერიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი 4 000 კვ მეტრზე დაიგება,მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა და გაკეთდება გარე განათება.
აღნიშნულ ქუჩაზე გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება და პროექტის განხორციელების შემდეგ, ინფრასტრუქტურული პრობლემა ორმოცდაათ ოჯახს მოუგვარდება.