თვითმხილველი:  ცხედარი მთლიანად დაფერფლილი იყო, სავარაუდოდ ორი წლის წინ დამარხეს

თვითმხილველი: ცხედარი მთლიანად დაფერფლილი იყო, სავარაუდოდ ორი წლის წინ დამარხეს

ცხედარს მჟავა ჰქონდა გადასხმული და მარტო ფეხები ჰქონდა გადარჩენილი, - ამის შესახებ კოჯორში მცხოვრებმა დავით მინასაშვილმა განაცხადა, რომელიც ცხედრის აღმოჩენისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

როგორც მინასაშვილმა აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე პოლიცია დამნაშავესთან ერთად იყო მისული და ბოროტმოქმედმა თავად აჩვენა სამართალდამცველებს, თუ სად დამარხა ცხედარი.

„დაფერფლილი იყო მთლიანად. სავარაუდოდ ორი წლის წინ დამარხეს. ოჯახი, ვის სახლშიც ცხედარი აღმოაჩინეს ძალიან კარგი ოჯახია და არაფერ შუაშია ამასთან. თავად ირაკლი კაკაურიძეც იყო ამოსული ოჯახთან ერთად გუშინ და მას ბორკილები არ ედო. დამნაშავე სხვა პიროვნებაა“, - განაცხადა მინასაშვილმა.

კოჯორში, მიწაში ჩაფლული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაახლოებით 27 წლამდე მამაკაცის ცხედარი კასრში იყო მოთავსებული.

ადგილობრივები ამ შემთხვევას, 2014 წელს მომხდარ ყაჩაღობას უკავშირებენ, რის შედეგადაც დედა-შვილი გაუჩინარდა. დედა თბილისის ზღვაზე იპოვეს ყელგამოჭრილი, შვილის კვალს კი სამართალდამცველებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.