საქართველოში ხვალ ამინდი გაუარესდება

საქართველოში ხვალ ამინდი გაუარესდება

საქართველოში ხვალ, 21 აპრილს ამინდი გაუარესდება. უფრო კონკრეტულად, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან და 22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება - წვიმა, ზოგან ელჭექი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება.

22 აპრილს ჰაერის ტემპერატურა იქნება +10, +15° გრადუსი. ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში მოთოვს. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება.

23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსამდე მოიმატებს.