ეკა ზღულაძე და ხატია დეკანოიძე უკრაინაში თანამდებობებს ტოვებენ

ეკა ზღულაძე და ხატია დეკანოიძე უკრაინაში თანამდებობებს ტოვებენ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე და ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე თანამდებობას ტოვებენ.

უკრაინული მედია აღნიშნულ ინფორმაციას ძალოვან უწყებაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ზღულაძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, შს მინისტრ არსენ ავაკოვთან შეთანხმებული არ არის და ის მინისტრის მოადგილის პოსტს საკუთარი სურვილით ტოვებს.

უკრაინული მედია წერს, რომ ზღულაძის მიერ თანამდებობის დატოვება სერიოზულ ზიანს მიაყენებს მინისტრ ავაკოვის იმიჯს.

მინისტრის მოადგილის პოსტის დატოვების ძირითადი მიზეზი უწყებაში რეფორმების ჩავარდნა და თანამდებობებზე კორუმპირებული ჩინოვნიკების დაბრუნება გახდა.