თურქეთი საქართველოს ნატო-ში MAP-ის გარეშე გაწევრიანებას მოითხოვს

თურქეთი საქართველოს ნატო-ში MAP-ის გარეშე გაწევრიანებას მოითხოვს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებით, მაისში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, ის ალიანსში საქართველოს სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანების საკითხს დააყენებს.

„ვთვლი, რომ საქართველოს შეუძლია ნატო-ში გაწევრიანება სამოქმედო გეგმის გარეშე. ტექნიკურად ეს სავსებით შესაძლებელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხს და ამ საკითხს მაისში დაგეგმილ მინისტერიალზე აუცილებლად დავაყენებ“, - განაცხადა მევლუდ ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, საქართველო ღირსია ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს, რადგან ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.