„პანამის დოკუმენტებთან“ დაკავშირებით, აშშ-ში გამოძიება დაიწყო

„პანამის დოკუმენტებთან“ დაკავშირებით, აშშ-ში გამოძიება დაიწყო

ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორ პრიტ ბჰარარას ცნობით, აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა, „პანამის დოკუმენტებში“ მოყვანილი გადასახადების დამალვის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

გამოცემა „The Guardian“-ის ცნობით, ნიუ-იორკის პროკურორმა გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს, რომელიც „Mossack Fonseca“-ს დოკუმენტებს სწავლობდა, დამატებითი ინფორმაციის მიწოდებისა და გამოძიებაში დახმარების თხოვნით მიმართა.

ე.წ. პანამის დოკუმენტებში, აშშ-ის 200-მდე მოქალაქის შესახებ იყო საუბარი, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით, არ კონკრეტდება.

შეგახსენებთ, რომ გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა 3 აპრილს „Mossack Fonseca“-ს კუთვნილი 11,5 მილიონი დოკუმენტის შესწავლის შედეგად, ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია მსოფლიოს მოქმედი და ყოფილი ლიდერების, პოლიტიკოსების, სპორტსმენებისა და საზოგადო მოღვაწეების ოფშორულ საქმიანობაზე.