"თავისუფალი დემოკრატები" პარტიულ სიებთან დაკავშირებით მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებენ.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრ ვიქტორ დოლიძის განცხადებით, პარტიაში ახალი სახეები იქნებიან წარმოდგენილნი, მათ შორის, სპორტის წარმომადგენლებიც არიან.
"პარტიულ სიასთან დაკავშირებით, მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენი პარტიული სიის შედგენა უნისონში წარიმართება მაჟორიტარულ კანდიდატებთან ერთად. გვყავს ახალი სახეები, რომლებიც ყველა სფეროს წარმოადგენენ - ფილოსოფოსი, სპორტის წარმომადგენელი თუ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი. ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლეთ ყველა პრობლემა, რომელიც ქვეყანაში არსებობს და საპლატფორმო დოკუმენტი უკვე ბოლო ეტაპზეა", - განაცხადა დოლიძემ "პირველ პრესკლუბში".