დიდუბის რაიონში ახმეტელის ქუჩაზე საფეხმავლო ტროტუარებისა და სამანქანო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
ახმეტელის ქუჩაზე საგაზაო სამუშაოები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა, რის გამოც ასფალტის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული.
მოსახლეობისა და გამგეობის აქტიური მუშაობის შედეგად, ქუჩის რეაბილიტაცია დაიგეგმა.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თავდაპირველად მოხსნა დაზიანებული ასფალტის საფარი, გარკვეული სამუშაოების შემდგომ კი 4700 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი.
პროექტის მიხედვით ასევე 1400 კვ.მ ფართობზე დაიგო საფეხმავლო ტროტუარები, მოეწყო 2000 გრძივი მეტრი მაღალი ხარისხის ბაზალტის ბორდიურები.
დამატებით, საგაზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს წერეთლის გამზირ N58-ში, ასევე დიღმის მასივის მესამე კვარტალში საგზაო სამუშაოებთან ერთად, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, ხოლო მე-5 კვარტალში გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება.
დიდუბის რაიონის გამგეობის 2016 წლის ბიუჯეტი, 2015 წლის ბიუჯეტის მსგავსად, საზოგადოებრივი საბჭოს წევრებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მიხედვით დაიგეგმა. ერთობლივი მუშაობით გამოვლინდა ის პრიორიტეტები და პროექტები, რომლებიც შემდგომ ბიუჯეტში განსახორციელებლად ჩაიდო.