საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზი, ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესი გახდა.
თუმცა ჭეიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის ბინის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატები საკრებულოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადება გააკეთა. საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩევლის გიორგი დავითურის განცხადებით, ეს არ არის პრეცენდენტი, როდესაც ახლადდანიშნულ მოსამართლეს გადაეცა ბინა, ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა.
"მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო გადმოვიდა ბათუმში, ეს არ არის პრეცენდენტი, როდესაც ახალდანიშნულ მოსამართლეს გადაეცა ბინა, ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა. შესაბამისად, სახელმწიფომ აირჩია ეს ვალდებულება, განახორციელოს ბინის გადაცემის გზით და ამ ქმედების საკანონმდებოლო საფუძველი არსებობს“,- აცხადებს დავითური.