”მრეწველების” ლიდერი გოგი თოფაძე საპარლამენტო არჩევნებისთვის „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანებას არ გამორიცხავს.
მან დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ
ამ ეტაპზე პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს, თუმცა ”მრეწველები” არავისთან ალიანსს არ გამორიცხავენ.
„დღესდღეობით, ვცდილობთ არჩევნებზე მარტო გავიდეთ, თუმცა ალიანსს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ძალიან ობიექტური ტელევიზია შექმნეს განსხვავებით სხვა ტელეარხებისგან. პროქართული პოზიცია უჭირავთ. პატივს ვცემთ თარხან-მოურავსაც, ქალბატონ ირმასაც, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ ვნახოთ, როგორც განვითარდება მოვლენები. ვნახოთ პოლიტიკური სიტუაცია როგორ განვითარდება. არავისთან ალიანსს არ გამოვრიცხავთ“, - განაცხადა გოგი თოფაძემ.