კახა კალაძის

კახა კალაძის "ინფორმაციით, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, კონსულტაციები მიმდინარეობს“

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, არსებული უთანხმოება აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

კალაძის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიისთვის 3 თვე აბსოლუტურად საკმარისია და ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი ინფორმაციით, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, 3 თვე აბსოლუტურად ლოგიკური და ნორმალურია წინასაარჩევნო კამპანიისთვის. ჩვენ შეგვიძლია, ვნახოთ სხვა ქვეყნის მაგალითები. ძალიან დიდია განსხვავება. თუ არ ვცდები, ერთადერთი ქვეყანა ევროპული ქვეყნებიდან, არის ბულგარეთი, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დრო არის 3 თვე. დანარჩენ ქვეყნებში, არის 1 თვე, 2 კვირა და ა.შ. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებული უთანხმოება აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ჩემი ინფორმაციით, ბატონ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, კონსულტაციები მიმდინარეობს“, - განაცხადა კალაძემ.