''ისლამური სახელმწიფოს'' წევრებმა 13 თინეიჯერი ბიჭი საფეხბურთო მატჩის ყურებისთვის სიკვდილით დასაჯეს
გამოცემა „The Telegraph“-ის ცნობით, ნატო-სა და ევროკავშირის სპეცსამსახურები შიშობენ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში ბიოლოგიური და ბირთვული თავდასხმებისთვის ემზადება.
ევროკომისიის კონტრტერორისტული განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ხორხე ბერტო სილვას მონაცემებით, ტერორისტები სირიასა და ერაყში მასობრივი განადგურების, კერძოდ კი ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობენ.
გამოცემის თანახმად, ტერორისტები ცდილობენ ახალი მეთოდების შემუშავებას, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობების ადამიანის სხეულში იმპლანტირების საშუალებას მისცემს.