“ცხენისწყლის ჰესების კასკადის” პროექტის განხორციელება დაიწყო
ენერგეტიკის მინიტრ, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ინტერპარტიულ ჯგუფებთან შეხვედრა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
მისი თქმით, ხელისუფლებას აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები აქვს ასეთი პარტიების მიმართ, ვიდრე, წინა ხელისუფლებას.
„ინტერპარტიულ ჯგუფებთან შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს სხვადასხვა მცირე პარტიებს, მიიღონ დაფინანსება, საარჩევნო კამპანია ნორმალურ პირობებში ჩაატარონ. გვახსოვს, წლების განმავლობაში, რა დამოკიდებულება იყო ასეთი პარტიების მიმართ. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები აქვს. ამ პარტიების დაახლოებით, ხუთპუნქტიანი მოთხოვნიდან, 4 მოთხოვნა იქნა დაკმაყოფილებული. ეს რა თქმა უნდა, მისასალმებელია, ხელი უნდა შევუწყოთ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რასაც ეს ხელისუფლება უკვე მეოთხე წელია, ძალიან წარმატებით ახორციელებს“, - განაცხადა კალაძემ.