"იქნება თუ არა კალაძე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში"

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, იქნება თუ არა ის „ქართული ოცნების“ სიაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ახალ წევრებს, კალაძის თქმით, გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებითაც არ არის საბოლოოდ მიღებული.

„ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ ამ საკითხზე. ამიტომ, დაველოდოთ. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ცნობილი გახდება“, - განაცხადა კალაძემ.