სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წუხელ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვრის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
უწყების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ღამის განმავლობაში ცხრაჯერ დაირღვა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ე.წ. შეხების ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 114-ჯერ დაარღვიეს. საპასუხოდ, აზერბაიჯანულმა მხარემ 114 საცეცხლე დარტყმა მიიტანა.
ვითარება მთიან ყარაბაღში 2 აპრილს გამწვავდა, როცა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. 5 აპრილს ერევანი და ბაქო ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.