ნიუ-იორკში ჩატარებულ პრაიმერიზზე აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და მილიარდერმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვეს.
წინასწარი მონაცემებით, კლინტონმა ხმათა 61%, ტრამპმა კი 60% მოიპოვეს.
ამგვარად, ჩატარებულ პრაიმერიზში კლინტონმა თავისი მთავარი მეტოქე - ბენ სანდერსი, ტრამპმა კი - ტედ კრუზი დაამარცხეს.
ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა პრაიმერიზის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადეს, რომ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულნი არიან.