ნიდერლანდების პარლამენტმა ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების გაუქმებაზე უარი თქვა

ნიდერლანდების პარლამენტმა ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების გაუქმებაზე უარი თქვა

ნიდერლანდების პარლამენტმა ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების გაუქმებაზე უარი თქვა. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას 75-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რატიფიცირების გაუქმებას კი 150-დან 71 დეპუტატი ითხოვდა. 

პარლამენტში შესაბამისი ინიციატივა ”ნიდერლანდების სოციალისტურმა პარტიამ” წარადგინა, რომელიც უკრაინასა და ევროპის დაახლოების წინააღმდეგია. 

ნიდერლანდები ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დღემდე არ მოუხდენია.