ევროპარლამენტი თურქული ენის ევროკავშირის ოფიციალურ ენად გამოცხადებას მხარს უჭერს

ევროპარლამენტი თურქული ენის ევროკავშირის ოფიციალურ ენად გამოცხადებას მხარს უჭერს

ევროპარლამენტი თურქული ენის ევროკავშირის ოფიციალურ ენად გამოცხადებას მხარს უჭერს. როგორც euronews.ge უცხოურ მედიაზე დაყრდნობით წერს, ევროპარლამენტის 14 აპრილის მოხსენების მიხედვით, თურქული ენის ევროკავშირის 25-ე ოფიციალურ ენად გამოცხადებას მხარს 375 დეპუტატი უჭერს, წინააღმდეგი 133-ია, ხოლო 87 თავს იკავებს. 
”თურქული ენისათვის ევროკავშირის ენის სტატუსის მინიჭება თებერვალში, კვიპროსის პრეზიდენტმა, ჩრდილოეთ კვიპროსის პრობლემის დარეგულირების საკითხში მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით მოითხოვა”, - წერს euronews.ge.