ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა

ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა

ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა. დაშავებულია 4000-ზე მეტი ადამიანი. 
უკვე 72 საათზე მეტია რაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. უცხოური მედიის ინფორმაციით, დანგრეულია 1500-მდე სახლი. 
7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი 20 500 ადამიანი საცხოვრებლად ბანაკებს იშენებს. ნანგრევებში დაკარგულია 107 ადამიანი. 
ბოლო ორი დღის განმავლობაში 54 ადამიანის პოვნა და გადარჩენა შეძლეს.