მამუკა კაციტაძე - რა 80%-ზეა საუბარი, ეს არის უკიდურესად დაჩეხილი, გაკრეჭილი და შევიწროებული წინადადებები

მამუკა კაციტაძე - რა 80%-ზეა საუბარი, ეს არის უკიდურესად დაჩეხილი, გაკრეჭილი და შევიწროებული წინადადებები

ვერ წარმომედგინა, რომ საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციის შეთავაზებებთან დაკავშირებით ქართული ოცნების“ პასუხები ასეთი ნეგატიური შედეგის იქნებოდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მამუკა კაციტაძემ უმრავლესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. კაციტაძე ამბობს, რომ მათი შეთავაზებების ძირითადი ნაწილი უარყოფილია, ნაწილი – დაჩეხილი.

„რა 80%-ზეა საუბარი – ეს არის უკიდურესად დაჩეხილი, უკიდურესად გაკრეჭილი და უკიდურესად შევიწროებული წინადადებები. მქონდა ზომიერად პოზიტიური მოლოდინი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ „ქართული ოცნების“ პასუხები ასეთი ნეგატიური შედეგის იქნებოდა. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩვენი ყველა შეთავაზება უარყოფილია,.საარჩევნო ადმინისტრაციაზე შეთავაზება უარყოფილია, სარეკლამო საეთერო დროის და წარმომადგენლობების საკითხი დაჩეხილია“, - აღნიშნა კაციტაძემ. მისივე ცნობით, დღეს ან ხვალ ინტერპარტიული ჯგუფი შეიკრიბება, სადაც კოლეგებს მიაწვდიან ინფორომაციას დღევანდელი შეხვედრის შედეგების შესახებ.