საქართველოში არსებული ვითარება რუსეთში აშშ-ის ელჩის ჯონ ტეფტისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე, ასევე გაცვალეს მოსაზრებები უკრაინული კრიზისის მოგვარებაში ურთიერთქმედებების ფორმებზე.
ჯონ ტეფტმა და გრიგორი კარასინმა მოლდოვაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს.